ბათუმში „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტი მიმდინარეობს

ბათუმში, ევროპის მოედანზე ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტი მიმდინარეობს. მსახიობები და აქციებზე დაკავებუთა მშობლები შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ.

„ჩვენ ჩამოვედით, რომ გავიგოთ თქვენი ხმა, ის ტკივილები რაც გაქვთ, აქ იქნებიან თქვენი წარმომადგენლები, დავინახოთ ერთმანეთი და მოვუსმინოთ ერთმანეთს. ერთად უფრო ადვილად გადავცურავთ ზღვას. პოლიტპატიმრები ყველა ჩვენი ტკივილია” – აცხადებენ მანიფესტის მონაწილეები