დღეს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატი გენო პეტრიაშვილი აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე შევიდა. პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები მას „უსირცხვილოს“ უწოდებდნენ. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა:
"მინდა დღევანდელ ინციდენტს ორი სიტყვით შევეხო!
ყოველგვარ ზღვარს და მორალს გასცდა ამათი უმსგავსობა! მოღალატე და გამყიდველი უწოდო ადამიანს,რომელმაც ძალიან დიდი ტკივილის ფასად დაიცვა სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის ღირსება,არის უმსგავსობა და უღირსი საქციელი რაზეც პასუხს აგებსლს ყველა! რაც დღეს საზოგადოებამ ნახა,არის ფაშიზმის კიდევ ერთი მგალითი!
ყოველგვარ ზღვარს გასცდა თქვენი უღირსი საქციელი! თქვენ აგენტებო და ფულზე გაყიდულებო! დიახ, გმირია პოლიციელი და ყველა სამართალდამცავი ! დიახ, გმირია ყველა ის ადამიანი, რომელიც სამშობლოს ემსახურება უანგაროდ,უღალატოდ! თქვენ კი დარჩებით ისტორიას როგორც გამყიდველები!"