უწყვეტი პროტესტის 69-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

უწყვეტი პროტესტის 69-ე დღესაც რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

მოქალაქეები კვლავ ახალი არჩევნების ჩატარებას და აქციებზე უკანონოდ დაკავებულები ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.