ოპოზიციის 49 წევრისთვის მანდატის შეწყვეტას საპროცედურო კომიტეტმა მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

49-ვე წევრის საკითხის განხილვას კომიტეტმა ზუსტად 11 წუთი მოანდომა.

განიხილეს „ძლიერი საქართველოს“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ენმ – ერთიანობის“ წევრებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერება.

ეს ის დეპუტატები არიან, რომლებმაც არჩევნების შედეგები არ აღიარეს და მანდატის შეწყვეტა მოითხოვეს. მათ მიმართვები ნოემბერში შეიტანეს, თუმცა „ოცნებამ“ საშემოდგომო სესია ისე დახურა, ეს საკითხი არ განუხილავს.

საბოლოო გადაწყვეტილებას კი პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.

იმსჯელეს შემდეგი პირების უფლებამოსილების შეწყვეტაზე:

მარიკა არევაძე
ლაშა ბაქრაძე
თინა ბოკუჩავა
საბა ბუაძე
გიორგი ბუტიკაშვილი
გრიგოლ გეგელია
ანა გოგოლაძე
სოფო გოლეთიანი
ანა დოლიძე
გიორგი ვაშაძე
თენგიზ თევზაძე
ქეთი თურაზაშვილი
გიორგი იმედაშვილი
გიორგი კირთაძე
ცოტნე კობერიძე
მაია კოპალეიშვილი
თამარ კორძაია
ირაკლი კუპრაძე
თამარ ლალიაშვილი
გიგა ლემონჯავა
ნანა მალაშხია
ნიკა მელია
კობა ნაყოფია
ანა ნაცვლიშვილი
რამაზ ნიკოლაიშვილი
კახა ოქრიაშვილი
დათუნა რაქვიაშვილი
სალომე სამადაშვილი
ხათუნა სამნიძე
ლევან სამუშია
ირაკლი ფავლენიშვილი
ანი ქავთარაძე
ოქტაი ქაზუმოვი
ბორის ყურუა
ფიქრია ჩიხრაძე
პეტრე ცისკარიშვილი
ლევან ცუცქირიძე
გიგი წერეთელი
ანა წითლიძე
ივა ჭყონია
ლევან ხაბეიშვილი
მამუკა ხაზარაძე
ეკა ხერხეულიძე
ირაკლი ხვადაგიანი
ელენე ხოშტარია
ბადრი ჯაფარიძე
გია ჯაფარიძე
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
სოფო ჯაფარიძე