გამოცემაა "ნეტგაზეთისა" და ბათუმელების დამფუძნებელი უკვე 26-ე დღეა, შიმშილობს. რეჟიმის ტყვე ჟურნალისტი ამ დრომდე კლინიკა "ვივა მედში" რჩება, მას გამოკვლევებს უტარებენ. საიას მიმართვის შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატმა ექიმების ჯგუფის ჩამოყალიბებაზე დაიწყო მუშაობა. რეანიმატოლოგი, ენდოკრინოლოგი და მეტაბოლური დაავადების სპეციალისტი - ეს ის სამი მიმართულების ექიმია, რომელიც ადვოკატების განმარტებით ციხეში მოშიმშილე ჟურნალისტს სჭირდება.
"დღეს მოვინახულე მზია ამაღლობელი, მხნედ არის. დაგვჭირდა დამატებითი კვლევების ჩატარება და ამ კვლევების შედეგად, ექიმების მიერ კონსულტირება. რეკომენდაციებს ითვალისწინებს. მას დანიშნულება მიცემული აქვს, რაც სრულდება, თანხმობას აცხადებს.
კვლევები ძირითადად უკავშირდება შიმშილობის ეფექტს, რაც ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.
დღეს ჩვენთან დარჩება, სავარაუდოდ, ხვალაც, რომ კვლევები კიდევ გაგრძელდეს და კონტროლის ქვეშ იყოს. ამდენი ხნის შიმშილობის ეფექტი ორგანიზმზე თავის ზეგავლენას ახდენს". - თქვა ჩხაიძემ TV პირველთან სატელეფონო საუბარში.
ჟურნალისტის ადვოკატის თქმით, მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს.