ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოსამართლე ნინო ენუქიძემ 500 ლარით დააჯარიმა.
დღევანდელ სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილმა მოსამართლის აცილება მოითხოვა, თუმცა ენუქიძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა.
გაფრინდაშვილ ადმინისტრაციული სახდელის გადახდას არ აპირებს და აცხადებს, რომ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებს, რადგან "პრინციპს ეხება".
შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ.
კერძოდ კი იმას, რომ ის 27 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.