რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - ვითარება აქციაზე

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოსთან სავალი გზის დაკავება მაინც მოახერხეს.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, გათავისუფლდეს "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი, რომელიც პროტესტის ნიშნად 31-ე დღეა შიმშილობს.

უწყვეტი პროტესტის 76-ე დღეს აქციის მონაწილეები ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.