დღეს მზია ამაღლობელის უფლებადამცველები ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ. ადვოკატები მოითხოვენ დაუყოვნებლივ შეიცვალოს საპატიმრო აღკვეთი ღონისძიება, რადგან, იურისტები ამბობენ, რომ სამართლებრივად მზია ამაღლობელის პატიმრობა გაუმართლებელია.
ადვოკატების განცხადებიდან გაირკვა, რომ საქმეში ირაკლი დგებუაძის სასარგებლოდ ოთხმა პოლიციელის იდენტური ჩვენება დევს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ სილის გაწვნის გამო მათმა უფროსმა ტკივილი განიცადა და ყური და ლოყა გაუწითლდა. სწორედ ამ ჩვენებების საფუძველზე ეუქრება რეჟიმი დაპატიმრებულ ჟურნალისტს მრავალწლიანი პატიმრობით.
გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი უკვე 33-ე დღეა შიმშილობს.