პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებად გიორგი ძაგანია – 83 ხმით, გიორგი ჭიქაბერიძე – 83 ხმით, დიმიტრი ჯავახაძე – 83 ხმით და გიორგი ჯავახიშვილი 84 ხმით აირჩია.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი კანდიდატების არჩევის შედეგად ცენტრალური საარჩევნო კომისია პროფესიული წევრებით სრულად დაკომპლექტდა.