საქართველოს უზენაესი სასამართლო 52 ახალ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერას ყიდულობს. ტენდერი დღეს, 20 თებერვალს, გამოცხადდა.
ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობისთვის კომპანიებს დაახლოებით 36 საათი ექნებათ, საწყისი ფასი კი 69 972 ლარია. ამ თანხაშია გათვალისწინებული მონტაჟის საფასური და ქსელის გამართვისთვის საჭირო მოწყობილობებიც.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უზენაეს სასამართლოს ახალი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მიაწოდოს. არსებული აპარატურის დემონტაჟისთვის და ახლის დასაყენებლად კომპანიას 20-დღიანი ვადა ექნება.