ორი დღე დიდ საპროტესტო აქციამდე - 25 თებერვალს საქართველო იფიცება. ყველაფერი 16:00 საათზე ფართომასშტაბიანი გაფიცვით დაიწყება. კერძო და საჯარო სამსახურებში დასაქმებულები სამშაბათს მუშაობას შეწყვეტენ, ქუჩაში დადგებიან და ივანიშვილის რუსული რეჟიმის მმართველობას გააპროტესტებენ. საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს აქციის მონაწილეები თბილისში სიმბოლურად გმირთა მემორიალთან აპირებენნ მისვლას, რის შემდეგაც უკვე რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.
მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ამბობს, რომ პროტესტი მნიშვნელოვანია, რადგან უკანონოდ დაკავებულმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ გარეთ ბრძოლა გრძელდება და რომ ისინი რეჟიმს არავინ შეატოვა.
ყოველ პარასკევს არის მარში, რომელიც ეძღვნება ჩვენს უკანონოდ დაჭერილ ტყვეებს და ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ადამიანები, იმ ოთხი კედლიდან, სადაც არიან გამოკეტილები, იქიდანაც კი იბრძვიან, უფლება არ გვაქვს, რომ ეს ადამიანები შევატოვოთ რეჟიმს და მინიმუმ, არ დავანახოთ ჩვენი სიძლიერე, ჩვენი ერთობა და ის, რომ ჩვენ მათთვის აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას და პროცესში ვართ, - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.
მომღერალი ირმა სოხაძე პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში კრიზისია, თუმცა ე.წ. ხელისუფლებას ამის დანახვა არ სურს.
ქვეყანაში კრიზისი არის და ამის მიზეზი ყველამ ვიცით. ახალგაზრდები გამოვიდნენ გულწრფელად ქუჩაში. ეს არის მართლა გუალნთებული, თავისი ქვეყნის გულშემატკივარი თაობა. წარმოუდგენელი ჯარიმებია, 20-ჯერ მეტი სარსებო მინიმუმზე. აჯარიმებენ თან ორჯერ, სამჯერ ერთი და იგივე ადამიანს, მაგრამ მემგონი, პირიქით, ეს ყველაფერი მასტუმილერებელია ადამიანების, - ამბობს ირმა სოხაძე.