საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები ოჯახზე 300, ხოლო პირზე 45 ლარიან დახმარებას მიიღებენ

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები, 2025 წლის 1 ივლისამდე, ოჯახზე 300-ლარიან, ხოლო პირზე 45 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ, - შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა.

დაფინანსების გაცემას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს.

განკარგულებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.