"ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია" - თბილისში, ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარშები მიმდინარეობს

„ევროპის მოედნის“ მიმართულებით, "რესპუბლიკის მოედნიდან" ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს. მარშის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია!”. მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
„რესპუბლიკის მოედნიდან“ წამოსულ მარშს მარჯვენა სანაპიროსთან შეუერთდება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული მარში. რამდენიმე ადგილიდან ევროპის მოედნამდე მოქალაქეები მსვლელობით მივლენ. 19:00 საათზე ევროპის მოედანზე აქცია ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ გაიმართება.