აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკდებლობის დღეს ულოცავს.
ილჰამ ალიევი სხვადასსხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღება.
„ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და თქვენი ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების საფუძველი ჩვენი ხალხების მტკიცე ნებაზეა აგებული, რომლებიც ისტორიულად მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და ურთიერთმხარდაჭერის ატმოსფეროში ცხოვრობდნენ. მოხარული ვართ, რომ ამ ტრადიციებზე დაფუძნებული ჩვენი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება ყველა მიმართულებით და ყოველწლიურად ღრმავდება.
ჩვენი პოლიტიკური დიალოგის ინტენსივობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროს ახალი შინაარსით გამდიდრებაში. თქვენი ბოლო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში, საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენს კონტაქტებთან ერთად, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დინამიური ბუნების ნათელი დასტურია.
აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ ერთობლივად განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფანი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ახალ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის, რასაც მნიშვნელოვანი წვლილს შეაქვს ჩვენს საერთო კეთილდღეობაში, რეგიონულ სტაბილურობასა და თანამშრომლობაში. ენერგეტიკის სექტორში ჩვენი ერთობლივი პროექტები ასევე ქმნის ახალ ლანდშაფტს ევროპის ენერგეტიკულ რუკაზე და სასიცოცხლო როლს ასრულებს კონტინენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა გააგრძელებს აღმავალი ტრაექტორიით წინსვლას, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხების კეთილდღეობას და ჩვენი რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
ამ შესანიშნავ დღეს, გიგზავნით საუკეთესო სურვილებს და გულწრფელად გისურვებთ ხანგრძლივ მშვიდობასა და კეთილდღეობას მეგობარ ქართველ ხალხს“, - აღნიშნავს ილჰამ ალიევი მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.