"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, ნიკა მელია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც ის გადაცემის ჩასაწერად მიდიოდა, რა დროსაც პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა.
ადვოკატი გიორგი კონდახაშვილის თქმით, მელია პატრულის ეკიპაჟმა გააჩერა და ფიზიკური ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენა. იურისტი აცხადებს, რომ საქმე არ უკავშირდება რაიმე მიმდინარე სამართლებრივ პროცესს და ეს იყო მიზანმიმართული დაკავება, რათა მელიას ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრება აიძულონ – პროცესზე, რომელზეც მელიას საჯაროდ ჰქონდა ნათქვამი, რომ არ გამოცხადდებოდა.
კონდახაშვილის თქმით: „ფაქტობრივად მოიტაცეს. მიზეზი უცნობია. არცერთ საქმეზე აღკვეთი ღონისძიება შეცვლილი არ აქვს.“
"ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ნიკა მელია კანონით დადგენილი წესით წარედგინება სასამართლოს,"-განაცხადა შსს-მ მედიასთან კომენტარში