გამოხატვის თავისუფლება არ უნდა იყოს გამოყენებული ადამიანების დასაზიანებლად ან დასაკნინებლად - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, სოციალური ქსელებში გამოქვეყნებული კრიტიკული მოსაზრებების გამო პოსტის ავტორების სასამართლოში დაბარების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი უფლებაა, თუმცა იგი არ უნდა იყოს გამოყენებული ისეთი გამონათქვამების დასაცავად, რომელიც სიძულვილის ენის, ბულინგის, ძალადობის წაქეზების ან ბილწსიტყვაობის შემცველია.

ცნობისთვის, საჯარო ფიგურების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამოადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საქართველოში სიახლეა. ამავესამართალდარღვევისთვის დღეს სასამართლოში 20-მდე ჟურნალისტი, პოლიტიკოსი დააქტივისტია დაბარებული საქმის განხილვაზე.

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო იცავს მკაცრ და კრიტიკულ მოსაზრებებს, მათ შორის ისეთსაც, რაც საზოგადოების უმეტესობისთვის შეიძლება მიუღებელი და შოკისმომგვრელი იყოს, თუმცა, სასამართლო არ იცავს ისეთ გამონათქვამებს, რომლებიც მიმართულია კონკრეტული პირის დასაზიანებლად ან დასაკნინებლად,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა.

იოსელიანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საქმეში თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა უნდა იყოს განსაზღვრული მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც სასამართლოს პროცესში იქნება წარდგენილი.

„რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ ფაქტებზე და სამართლებრივ მტკიცებულებებზე. სასამართლო უნდა განიხილავდეს თითოეულ საქმეს ინდივიდუალურად და დაიცვას კანონი,“ – აღნიშნა მან.

სახალხო დამცველის განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებათა სტანდარტებს და არ უნდა იყოს წინააღმდეგობაში გამოხატვის თავისუფლების პრინციპთან.

ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB სტატუსების გამო 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსიქართულმა ოცნებამპროევროპული აქციების პარალელურადგაამკაცრა.