„პოსტ TV“-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ტელეკომპანია „პოსTV“-ის შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 12 ივნისს, აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტი მარიამ ნებიერიძე ახორციელებდა ჟურნალისტიურ საქმიანობას თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე, რა დროსაც იქ მყოფმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გზით უკანონოდ შეუშალეს ხელი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში.

ტელეკომპანია „პოსტ TV“-ის მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე, ტელეკომპანიის ჟურნალისტის მარიმ ნებიერიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობთ, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ტელეკომპანია „პოსTV“-ის შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 12 ივნისს აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტი – მარიამ ნებიერიძე ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე, რა დროსაც იქ მყოფმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გზით უკანონოდ შეუშალეს ხელი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.