სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, შაბათს რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს პარტიული რეიტინგები ასე გამოიყურება, საქართველოს მასშტაბით, ალოკაციით:
- ქართული ოცნება - 35.2%
- კოალიცია ცვლილებისთვის - 16.9%
- ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 14.6%
- ძლიერი საქართველო - ლელო - 13.4%
- გახარია საქართველოსთვის - 12.4%
თბილისში კი, ალოკაციით:
- ქართული ოცნება - 24.6%
- კოალიცია ცვლილებისთვის - 20.6%
- ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 13.9%
- ძლიერი საქართველო - ლელო - 14.2%
- გახარია საქართველოსთვის - 17.2%
კვლევის მეთოდოლოგია
კვლევა განახორციელა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით.
საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში.
კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა
სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა
შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი
მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ
შერჩევა: ალბათური, კერძოდ კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით
შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით
მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების (სქესი, ასაკი, განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი/სოფელი), აგრეთვე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით.