დღეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. საქართველო დღის წესრიგში შემავალი ერთ-ერთი თემაა.
23 ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგის თანახმად, საბჭო განიხილავს მიმდინარე საკითხებს, ძირითადი აქცენტით საქართველოზე.
შეხვედრა ბრიუსელში, თბილისის დროით 11:30 საათზე დაიწყება და მას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი უხელმძღვანელებს.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბათუმში, ევროპის დღის აღსანიშნავღონისძიებაზე მედიასთან განაცხადა, რომ საქართველოსთან მიმართებით სამ კონკრეტულპრობლემას განიხილავენ.
"ზუსტად არ ვიცი, რაზე ისაუბრებენ [მინისტრები], თუმცა ელჩების დონეზე გავრცელებულიინფორმაციის თანახმად, შემიძლია გითხრათ, რომ EU-ს წევრი სახელმწიფოები, ალბათ, სამძირითად პრობლემაზე ისაუბრებენ.
პირველი - ეს არის ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული უზარმაზარი დეზინფორმაციისკამპანია და ევროკავშირის დემორალიზაციის მცდელობა ქვეყნის უმაღლესი მაღალჩინოსნებისმიერ;
მეორე საკითხი, რაზეც ისაუბრებენ, საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის გამოსანქციების დაწესების შესაძლებლობა იქნება;
ხოლო მესამე, რასაც განიხილავენ, ის უვიზო მიმოსვლის პრივილეგიაა, რომლითაცსაქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში სარგებლობენ, ქვეყანაში ადამიანის უფლებათადაცვის სერიოზული უკუსვლის ფონზე - ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ორშაბათს და ესკითხვები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს დავუსვათ", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.