დღეს, PACE-ში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

"ხუთშაბათს, 26 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება", - ამის შესახებ ინფორმაცია PACE-ს ვებგვერდზე დევს.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) დებატები სახელწოდებით, „საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდება“ არის დაგეგმილი.

დებატები დღის მეორე სესიაზე გაიმართება, რომელიც თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.