ციხეში არიან კრიმინალები, მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში და ყველა ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, ამასთან დაკავშირებით არსებობს რეაგირების ზომები, ისჯება სისხლისსამართლებრივი წესით, ჩვენთანაც მოქმედებს ანალოგიური წესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაკავებულ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულმა ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული და, სწორედ, ამის გამო იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
„ბუნებრივია, კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამის უწყებებს ჰქონდათ შესაბამისი რეაგირება. ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული და დანაშაულის გამო იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში,“- განაცხადა პრემიერმა.
ასეთი პოლიტიკოსების განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს. ხედავთ, რამდენად უხეშ ტყუილებს ამბობს ეს კონკრეტული პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსი. საზოგადოება ხედავს და აფასებს ამ ყველაფერს, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რასა იუკნევიჩიანეს განცხადების შესახებ აღნიშნა.
პრემიერის თქმით, ის ჩარჩენილია პოსტსაბჭოთა აზროვნებაში და მარტივად ამბობს ტყუილებს.
„ამ ქალბატონის მენტალიტეტი იცით, ის ჩარჩენილია პოსტსაბჭოთა აზროვნებაში და აქედან გამომდინარე, მარტივად ამბობს ტყუილებს. ეს არის პოსტსაბჭოთა მენტალიტეტის გამოხატულება. ასეთი პოლიტიკოსების განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს. ხედავთ, რამდენად უხეშ ტყუილებს ამბობს ეს კონკრეტული პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსი. საზოგადოება ხედავს და აფასებს ამ ყველაფერს“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჯერ გასაგებია, აღიარებენ თუ არა ეს ადამიანები ეუთო/ოდირის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა არჩევნებზე მის მოწვევასთან დაკავშირებით.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რა ხდება ეუთო/ოდირთან დაკავშირებით. წინა არჩევნებზე დაწერა ეუთო/ოდირმა დასკვნა და გახდა არა მხოლოდ ჩვენი ქართული რადიკალური ოპოზიციის, არამედ საერთაშორისო სუბიექტების თავდასხმის ობიექტი. ჯერ გავიგოთ, აღიარებენ თუ არა ეს ადამიანები ეუთი/ოდირის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ჩვენ დაგვჭირდება აქაური რადიკალური ოპოზიციისა და საერთაშორისო სუბიექტების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უდგებიან შარშანდელ დასკვნას, რომელიც მოამზადა ეუთო/ოდირმა. ამის შემდეგ ვიმსჯელოთ ყველაფერ დანარჩენზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, არჩევნები შედგება ჯანსაღ გარემოში და საქართველოს კანონმდებლობის ყველა ნორმა იქნება დაცული.
„ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება. არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. არჩევნები შედგება ჯანსაღ გარემოში და საქართველოს კანონმდებლობის ყველა ნორმა იქნება დაცული. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, მათ უამრავი მცდელობა ჰქონდათ საბოტაჟის კუთხით, მაგრამ არც ერთი მათი მცდელობა არ აღმოჩნდა წარმატებული. იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც “, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, გახარიას და „ნაცმოძრაობას“ 4 მუნიციპალიტეტში აქვთ შექმნილი კოალიცია და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოების მოტყუების მცდელობა ყველაფერზე მეტყველებს.
„ამ შემთხვევაში, ქალბატონი ანა წითლიძე არის აბსოლუტურად მართალი - 4 მუნიციპალიტეტში დღემდე აქვთ შექმნილი კოალიცია „ნაცმოძრაობას“ და გახარიას, ეს ხომ ფაქტია. ამასთან დაკავშირებით ტყუილის თქმას რომ ცდილობ და საზოგადოების მოტყუებას, ეს ყველაფერზე მეტყველებს, არ შეიძლება ამ დონის ტყუილი აკადრო საზოგადოებას, სწორედ, ამიტომ არიან დისკრედიტირებულნი. ყოველ ჯერზე ისინი ცდილობენ, მოატყუონ საზოგადოება, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, საზოგადოება არ ტყუვდება და სათანადოდ აფასებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიების ქმედებებს,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, არჩევნები შედგება ჯანსაღ გარემოში და საქართველოს კანონმდებლობის ყველა ნორმა იქნება დაცული.
„ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება. არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. არჩევნები შედგება ჯანსაღ გარემოში და საქართველოს კანონმდებლობის ყველა ნორმა იქნება დაცული. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, მათ უამრავი მცდელობა ჰქონდათ საბოტაჟის კუთხით, მაგრამ არც ერთი მათი მცდელობა არ აღმოჩნდა წარმატებული. იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც “, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ, რეალურად, ამ კონკრეტულ ორგანიზაციებს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი და, სწორედ, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც არ სურდათ საქართველოში რეალიზებული ყოფილიყო დემოკრატიის უმთავრესი პრინციპი - გამჭვირვალობა.
„ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი კონკრეტულ ორგანიზაციებს, აშკარაა, რომ საქართველოში ხდებოდა გარე წყაროებიდან ექსტრემიზმის, რევოლუციური პროცესების, ათასგვარი მანკიერი პროპაგანდის, ეკლესიაზე თავდასხმის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის დაფინანსება - რა თქმა უნდა ეს დასამალია და ამიტომ არ უნდათ, საქართველოში იყოს რეალიზებული დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, რასაც ჰქვია გამჭვირვალობა. ჩვენ, თავის დროზე, მივიღეთ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ეფუძნებოდა ერთ-ერთ უმთავრეს ტრადიციულ, კლასიკურ, ევროპულ პრინციპს - გამჭვირვალობას. ისინი გამოვიდნენ ამ პრინციპის წინააღმდეგ, რადგან არ სურთ, გამჭვირვალე გახდეს ინფორმაცია საქართველოში ექსტრემიზმის, რევოლუციების, ეკლესიაზე თავდასხმის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის, პროპაგანდის თაობაზე. ეს ყველაფერი დღესავით ნათელია,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრმა მზია ამაღლობელის თემაზე ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ამაღლობელის შემთხვევა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განზრახული ჰქონდათ საქართველოში ძალოვანი სტრუქტურების დაკნინება.
„ძალიან კარგად იციან, რომ თუ დაკნინდება ძალოვანი სტრუქტურები, დაკნინდება მთლიანად სახელმწიფო. ამ კუთხით მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვეთა. მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა ძალოვანი სტრუქტურები, პოლიცია, თუმცა ამაზე მიიღო ზუსტად ის პასუხი, რა პასუხიც უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში. ამით არიან განაწყენებული ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ცდილობენ სახელმწიფოებრიობის დაკნინებას. ეს არ გავა, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სამარცხვინო ტყუილია.
„რამდენიმე დღის წინ ამ სამარცხვინო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს შს აკადემიაში დავდიოდი აუზზე და საერთოდ იხურებოდა პოლიციელებისთვის აუზი. საუბარია აუზზე, რომელიც თვალით არ მინახავს. ასეთ სამარცხვინო ტყუილებს კადრულობს ეს ტელევიზია. გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გივი მიქანაძე ჩემთვის აუზში საცურაოდ კეტავდა კონკრეტულ აუზს, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებული სამარცხვინო ტყუილია”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.