დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.
ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან ერთად სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ.
„აქტუალური საკითხების ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სავარაუდოდ ინფორმირებული იქნებიან საქართველოსა და მოლდოვას არჩევნების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდრეი სიბიგასთან ვიდეოკონფერენციის საშუალებით აზრთა არაფორმალური გაცვლის შემდეგ, ისინი განიხილავენ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
საბჭო ასევე განიხილავს სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში, ბოლო მოვლენების გათვალისწინებით.