საქართველოში შედგება კიდევ ერთი საპარლამენტო არჩევნები და მეცხრედ დამარცხდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ - პრემიერი

ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60%, ასეთ პირობებში საუბარი ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე არის ფარსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

პრემიერის თქმით,  გეგმა, რომელიც არის წარმოდგენილი, არ უწერია განხორციელება.

 

„ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60%, ასეთ პირობებში საუბარი ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე არის ფარსი. ჩვეულებრივად ჩატარდება არჩევნები. ნოემბერში, დეკემბრის დასაწყისში შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, დაკომპლექტდება ნორმალური მთავრობა და არა ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას. ის გეგმა, რაც არის წარმოდგენილი, რომელსაც არ უწერია განხორციელება, ნიშნავს ერთი წლით ქვეყნის საერთოდ გაჩერებას და ამ პერიოდის განმავლობაში ნიშნავს კიდევ უფრო მეტ ქვეყნის  ომში ჩართვას, ქვეყნის არევას. ეს არის მათ8ი გეგმა, მათი დავალება და მიზანი, რომელსაც განხორციელება არ უწერია“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ტოლობის ნიშანი არსებობს ხალხსა და მის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას შორის. ეს ტოლობის ნიშანი დარჩება ძალაში მას შემდეგ, რაც საქართველოში შედგება კიდევ ერთი საპარლამენტო არჩევნები და მეცხრედ დამარცხდება უკვე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

 

„შესაბამისად, ურთიერთობები გადაიტვირთება ევროკავშირსა და  იმ ხელისუფლებას შორის, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოადგენს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ არჩევანს. ტოლობის ნიშნის მოშლის მცდელობა ხალხსა და ხელისუფლებას შორის არის ისეთი ე.წ. ნარატივი, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიულ პრაქტიკას. ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. შეიძლება ვიღაც იყოს გაღიზიანებული იმით, რომ 2020 წელს ქართველმა ხალხმა არ აირჩია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და შეიძლება ვიღაც გაღიზიანდეს იმის გამოც, რომ 2024 წელს კიდევ ერთხელ იტყვის ქართველი ხალხი უარს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, მაგრამ ყველამ გაღიზიანების მიუხედავად ქართველი ხალხის არჩევანს უნდა სცეს სათანადო პატივი“, -  აღნიშნა პრემიერმა.