რუსული ენერგოკომპანია „ინტერ-რაო“ საგანგებო სიტუაციების დროს საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია „ინტერ-რაოს“ მმართველი საბჭოს წევრზე, ალექსანდრა პანინაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ ვთხოვეთ ორ ქვეყანას - აზერბაიჯანსა და საქართველოს მიწოდების შესაძლებლობა საგანგებო პერიოდებში. თითოეულს 300 მეგავატი“, - ამბობს პანინა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით არცერთი ქვეყნისგან პასუხი არ მიუღია.