საქართველოს პრეზიდენტი ხვალ დაგეგმილ ევროპულ მარშს უერთდება - განცხადება ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ხვალ მასშტაბურ მანიფესტაციას ბევრი ადამიანი შეუერთდება:
"მე ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ ხვალ იქნებით ძალიან ბევრი, მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები. ეს არის ძალიან დიდი დღე იმიტომ, რომ ჩვენი სტაბილურობაც არის ამაზე დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რომ მშვიდად გავიდეს ხალხი და აჩვენოს თავის ნება, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს. მე დარწმუნებული ვარ ასეც მოხდება, ჩვენ დავემშვიდობებით ერთპარტიულობას, პოლარიზაციას, ერთმანეთის სიძულვილს..." - აღნიშნა პრეზიდენტმა.