თბილისის მე-3 და მე-4 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, მწერალი და ესეისტი ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ზაალ სამადაშვილი ავტორი იყო რამდენიმე წიგნისა, მათ შორის „ბოშები“, „პლეხანოვური ამბები“ და სხვა. იგი ასევე იყო სცენარის ავტორი ფილმებისა „თემო“ და „გარსევანი“. სამადაშვილმა 2007 წელს დააარსა ლიტერატურული პრემია „გალა“.
2016 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია საბა წიგნისათვის იუნკერ ერისთავის ბუცები ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“.
ზაალ სამადაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.