ვწუხვარ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო - კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე წალენჯიხის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამთქვამს.

„ვწუხვარ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებ გიორგის ოჯახის წევრებს, მის ახლობლებს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, - წერს კახა კალაძე.

გიორგი ხარჩილავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.