გრეტა თუნბერგი ხვალ თბილისში აქციას აანონსებს

თბილისში მყოფი შვედი კლიმატის აქტივისტი, გრეტა თუნბერგი საზოგადოებას მოუწოდებს, შეუერთდნენ „კავკასიაში ავტორიტარიზმის ტალღის“ წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციას. აქცია ორშაბათს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერიდან დაიწყება.

„შემოგვიერთდით აქციაზე, რომლითაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის ტალღის წინააღმდეგ, რომელიც ვრცელდება კავკასიის რეგიონში“, - წერს თუნბერგი ინსტაგრამზე.

იგი ძირითადად აზერბაიჯანზე საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ „ავტორიტარული ტრენდი იზოლირებული შემთხვევა არ არის:

„რეგიონის მასშტაბით, ივანიშვილი, პუტინი ერდოანი, ირანის თეოკრატიული რეჟიმი აძლიერებენ კონტროლს, ახშობენ წინააღმდეგობას, ავიწროებენ საკუთარ ხალხს და ეომეობიან და ეთნიკურ წმენდას უწყობენ სომხებს, უკრაინელებს, ქურთებსა და სხვა ეთნიკურ უმცირესობებს.

აზერბაიჯანი, რომელიც გაეროს კლიმატის კონფერენცია COP29-ს ფასადურად იყენებს, აძლიერებს ავტორიტარულ კონტროლს ყალბი „მწვანე“ დღის წესრიგით, და რეგიონში ვითარებას ძაბავს“, - წერს თუნბერგი.