თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მილანში გაფრენილი Georgian Airways-ის თვითმფრინავი უკან ბრუნდება. როგორც ავიაკომპანიის პრესსამსახურში ამბობენ, ბორტსა და სანავიგაციო ჯგუფს შორის კომუნიკაციაში მცირედი ხარვეზია.
თვითმფრინავი თბილისის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 12:06 საათზე გაფრინდა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში კი საწვავის დაწვის მიზნით ათამდე წრე დაარტყა.
ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ რეისი ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ შესრულდება.