საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 00:27 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჩოხატაურთან იყო.