საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია.
ანდრია ფუტკარაძემ 239 ქულით საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენია.
ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული, ანდრია ფუტკარაძე მილოცვებს იღებს.
უდიდეს გამარჯვებას პატარა მომღერალს გიგა კუხიანიძე ულოცავს.
სწორედ გიგა კუხიანიძის დაწერილი To My Mom-ით წარდგა, ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე.
„ჩემი ოქრო ანდრია. ანდრია ფუტკარაძე ძალიან გაგვახარე ყველა. შენ მაჩუქე უდიდესი სიხარული. მადლობა რომ გჯეროდა ჩემი და 100% შენი გახადე სიმღერა. ღმერთმა ასეთი უამრავი სიხარული მოგცეს. დანარჩენი რომ ჩამოხვალ ბევრს ჩაგეხუტები
შენ ისევ დააბრუნე საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე როგორც რეკორდსმენი ქვეყანა. I love JESC დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის და ამ სიხარულის გაზიარებისთვის“ – წერს გიგა კუხიანიძე.
ცნობისთვის, საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძემ ჟიურისგან 180 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 59 ქულა.
საქართველომ 12 ქულა მიიღო იტალიისგან, ესტონეთისგან, ალბანეთისგან, სომხეთისგან, კვიპროსისგან, ესპანეთისგან, ნიდერლანდებისგან, სან მარინოსგან, უკრაინისგან, პორტუგალიისგან, ისლანდიისგან, მალტასგან.
ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა, რომელიც გიგა კუხიანიძემ დაწერა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო; კოსტიუმი კი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.
საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყანა მონაწილეობდა.