პოლიციის მიერ, წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად, მოქალაქეები დაშავდნენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. დაშავებულ მოქალაქეებს პირველად დახმარებას ადგილზე მყოფ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებში უწევენ. 

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "ტვ პირველის" ოპერატორი, ნიკო კოკაია დაშავდა, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. იმ დროს, როდესაც ოპერატორი კამერით ხელში, პირდაპირ ეთერში გადასცემდა მოვლენებს რუსთაველის გამზირიდან, სპეცრაზმმა მას ახლო მანძილიდან, სახეში, დამიზნებით წიწაკის სპრეი შეასხა.

სპეცრაზმელები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის იყენებენ. შსს ამტკიცებს, რომ აქცია "გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს"