ქვაშვეთის ტაძარზე დეზინფორმაცია ვრცელდება

ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი თბილისის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის შესახებ. ფეისბუქ პოსტში საუბარია იმის შესახებ, რომ თითქოს „საპატრიარქოს ქაშუეთის ეზოს ტვალეტი ფასიანი გაუხდია“. პოსტს მოსდევს კომენტარებიც - „დაჭრილ მომიტინგეს, რომ წყალი დასჭირდეს, იმასაც მიჰყიდიან ეს სულგაყიდულები!”, “მინდა მიკვირდეს, მაგრამ რატომღაც აღარაფერი მიკვირს ამ ცხოვრებაში”,  “ისე დროულად კი მიუღია გადაწყვეტილება წინამძღოლს!”, “პირველი ფასიანი ტუალეტი ვესპასიანემ დაარსა რომის იმპერატორმა და ეს მედროვეები რატო არ აიღებენ ფულს...”, “ბარემ ბუტკებც ჩადგან და რუსეთი მეტი კი არაფერია”, “შარდის ბიზნესი”, “არადა, ექსტრემალურ პირობებში - აეროპორტშიც კი უფასოა ტუალეტი!” და ა. შ. (ზოგიერთი კომენტარი იმდენად უხამსია, რომ განმეორებაც კი უხერხულია). 
სინამდვილეში ეს ყოველივე მორიგი დეზინფორმაცია და ეკლესიისა და სამღვდელოების დისკრედიტაციის მცდელობაა საზოგადოების იმ ნაწილში, ვინც არაა გარკვეული ადგილზე არსებულ რეალობაში. ქვაშვეთის ტაძრის ეზოში არსებული ტვალეტი ყველასათვის უფასოა. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში აქვს შესაძლებლობა უფასოდ ისარგებლოს ამ ტვალეტით, რასაც ნებისმიერი დემონსტრანტიც დაადასტურებს. 
ავტორი: სერგო კერესელიძე