გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი დატოვა

გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი დატოვა - ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს და წერს, რომ ის საზოგადოებრივი მაუწყებლის კომუნიკაციების სამსახურშიც დაუდასტურეს. 

მაუწყებლის კომუნიკაციების სამსახურში არ აზუსტებენ მისი გადაწყვეტილების მიზეზს.

გვიმრაძე ამ პოზიციაზე 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.