მეტროსადგურს " უნივერსიტეტის" სადგურზე მამაკაცს, სავარაუდოდ, ხელი კრეს და ლიანდაგებში ჩააგდეს. ის ადგილზე დაიღუპა
ამ დროისთვის მეტრო გაჩერებულია. ადგილზე არიან სამართალდამცავები.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვდიეო, სადაც თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცს ხელი კრეს და ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.