12 დეკემბერს, ხუთშაბათს საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
Meteo.gov.ge-ის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +7, +12°; მთაში დღისით 0, +5°; მაღალმთაში დღისით -2, +3°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, მთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +7, +12°; მთაში დღისით +3, +8°; მაღალმთაში დღისით +1, +6°.