გუშინ, 15 დეკემბერს, 72 წლის ასაკში გარდაიცვალაქართველი დიპლომატი, ექიმი, მეცნიერი, პედაგოგითეიმურაზ შარაშენიძე.
1996-1998 წლებში იგი იყო თურქეთისრესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულოსამსახურის ხელმძღვანელი; 1998-2004 წწ. საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში; 2001-2004 წწ. საქართველოსგენერალური კონსული ბულგარეთის რესპუბლიკაშიდა სტამბოლში; 2004-2008 წწ. საქართველოსსაგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთისრესპუბლიკაში; 2008-2009 წწ. საგანგებოდავალებათა ელჩი, საქართველოს საგარეოსაქმეთა სამინისტროში; 2009-2011წწ. საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში; 2011-2018წწ. საქართველოსსაგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანისრესპუბლიკაში; 2018-2019წწ. მუშაობდასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურსასწავლო-კვლევით ინსტიტუტში; 2019-2021წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩიუკრაინაში.
თეიმურაზ შარაშენიძე მრავალი წლის განმავლობაშიიყო საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში. მასმეგობრული და ახლო ურთიერთობა ჰქონდააზერბაიჯანის ქართულ დიასპორასთან და ხშირადსტუმრობდა საინგილოს. აღსანიშნავია, რომ იგი გელაგიორგაძესთან ერთად იყო ბოლო ქართველიდიპლომატი, რომელიც 2011 წლის 18 აპრილსსტუმრობდა ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადშიმცხოვრებ ინგილო ქართველებს (მას შემდეგ, უკვე 13 წელზე მეტია, ზაქათალის რაიონში მცხოვრებინგილო ქართველებს საქართველოს ოფიციალურიპირები და ქართველი დიპლომატები არ შეხვედრიანდა მათ პრობლემებით არ დაინტერესებულან, რაცჩვენი თანამემამულეების გულისტკივილს იწვევს).
აზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკური ქართველებიმწუხარებას გამოთქვამენ თეიმურაზ შარაშენიძისგარდაცვალების გამო და უსამძიმრებენ მის ოჯახსადა ახლობლებს.
ავტორი: სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი