პროდუქტების ფასები ბაზარში საახალწლოდ [ფოტო]

სულ ცოტა დრო რჩება ახალი წლის დადგომამდე. თბილისში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად ახალი წლისთვის მაინც ემზადებიან. ჩვენ მოვინახულეთ დედაქალაქის ერთ-ერთი დიდი ბაზარი, რათა გაგვეგო, არის თუ არა ხალხი და რა ფასებია წინასაახალწლოდ.

ინდაურის ფასი 80 ლარიდან 120 ლარამდე მერყეობს. გოჭის ფასი 90 ლარიდან 200 ლარამდე. ერთი კილო ქათმის შეძენა კი საშუალოდ 9 ლარად არის შესაძლებელი. ჩურჩხელის ფასი 2,50 ლარიდან 3,50 მერყეობს. ყველის ფასი სახეობების მიხედვით სხვადასხვაა. მაგალითად, სულგუნის ფასი 17-დან 28 ლარამდე მერყეობს, ხოლო იმერული ყველი საშუალოდ 15 ლარი ღირს.

გთავაზობთ ფოტოებს თბილისის ერთ-ერთი ბაზრიდან: