„ლომის ბოკვერი საქართველოში მხოლოდ კონტრაბანდით შეიძლებოდა მოხვედრილიყო“-ბექაური სკანდალში ეხვევა

ლაშა ბექაური სკანდალში ეხვევა - ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, "ლომის ბოკვერი საქართველოში მხოლოდ კონტრაბანდით შეიძლებოდა მოხვედრილიყო"

ზოოპარკის დირექტორი აცხადებს, რომ ბოკვერი თბილისის ზოოპარკის არ არის.

ზურაბ გურიელიძის თქმით, გარეული ცხოველების ასეთ პირობებში ყოლა და  მანქანით სეირნობა აბსოლუტურად არ არის მიზანშეწონილი.

მისივე განმარტებით, ველური ცხოველის შემოყვანაზე სპეციალურ ნებართვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟო მას არ გაატარებს.

“ასეთი სახიფათო ცხოველი ტყვეობაში მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს, თუ მას აქვს კონკრეტული დანიშნულება, ეს თუა კონსერვაციისთვის, სამეცნიერო მიზნებისთვის, რასაც ემსახურება ზოოპარკი. სხვანაირად, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია სახლში სათამაშოდ ჰყავდეთ გარეული ცხოველები”, – ამბობს ის და აღნიშნავს, რომ  ეს ცხოველისთვის ყოველთვის და ადამიანისთვის ხშირად ტრაგიკულად სრულდება.

საქართველოს სისხლის სამართლის 302-ე პრიმა მუხლის თანახმად, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის არალეგალური ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
ძიუდოისტმა ლაშა ექაურმა ინსტაგრამზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ის ავტომანქანით ავტობუსის ზოლში მოძრაობს და გვერდითა სავარძელზე ლომის ბოკვერი ჰყავს. 

 

იხილეთ ვიდეო : 

https://www.facebook.com/share/r/15YmiQjwqn/