30 დეკემბერს, ორშაბათს საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და ნისლია მოსალოდნელი.
Meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +7, +12°; მთაში დღისით +2, +7°; მაღალმთაში დღისით -2, +3°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ზოგან ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +3, +8°; მთაში დღისით 0, +5°; მაღალმთაში დღისით -5, 0°, ზოგან +5°-მდე.
თბილისში ღრუბლიანობის მომატება, უმეტესად უნალექოდ, ტემპერატურა +8°.