ნიკო ლეკიშვილი გარდაიცვალა

პარ­ლა­მენ­ტის სამი მოწ­ვე­ვის წევ­რი ნიკო ლე­კიშ­ვი­ლი 77 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

 ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ნიკო ლე­კიშ­ვი­ლი 1990-1991 წლებ­ში გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს წევ­რი, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი „სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნი კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ი­დან“. ხელი მო­ა­წე­რა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქტს 1991 წლის 9 აპ­რი­ლის.

1993-1995 წლებ­ში მას თბი­ლი­სის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა. 1995 - 1998 წლებ­ში კი - სა­ქარ­თვე­ლოს 1-ლ სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის პოს­ტი. ასევე იყო პარლამენტის მე-3, მე-5 და მე-6 მოწ­ვე­ვის წევ­რიც.