პროტესტის 38-ე დღე - პროევროპული აქცია/მარში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. აქციები დაგეგმილია დედაქალაქში და რეგიონებში. აქციის მონაწილეები უკვე თვეზე მეტია ხელახალ არჩევნებსა და აქციებზე უდანაშაულოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. განრიგი ასეთია:
თბილისი
19:00, მორიგი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. "დღის ეთერი ხალხს!" - საზოგადოებრივ მაუწყებელთან
19:00-22:00 , შევაგროვებთ და დავარიგებთ საჩუქრებს! - რუსთაველზე, ნაძვის ხესთან
19:00-22:00 , ბაზარი ორბელიანი მხარში უდგას მცირე მეწარმეებს! - ვეკუას 3ა
ქუთაისი
19:00, კი ევროპას, არა რუსეთს! - მერიის წინ
ბათუმი
19:00, სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 38-ე დღე - საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ზუგდიდი
16:00, ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს! - მერია