გალში, ხანძარს 5 ბავშვი ემსხვერპლა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით გალში მომხდარ ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთაგან ყველაზე პატარა 4 თვისაა. ცეცხლი სოფელ საბერიოში ჭოლარიების სახლში გაჩნდა - იუწყება აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი.

მეხანძრე მაშველებმა ბავშვების გადარჩენა ვერ მოახერხეს.  ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით  უცნობია.

აფხაზური ტელეგრამ არხების ცნობით,ბე­ბია გა­ზ­ქუ­რის დან­თე­ბი­სას ნავ­თის და ბენ­ზი­ნის ნა­რე­ვით ცდი­ლობ­და, რის გა­მოც ხან­ძა­რი გაჩ­ნდა.