ღრუბლიანობის მომატება და წვიმა - 6 იანვრის ამინდის პროგნოზი საქართველოში

6  იანვარს ორშაბათს საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და დილის საათებში წვიმაა მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში  დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამისა და დილის საათებში უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +8, +13°; მთაში დღისით +2, +7°; მაღალმთაში დღისით -1, +4°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და დილის საათებში უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +4, +9°; მთაში დღისით 0, +5°; მაღალმთაში დღისით -4, +1°.