საქართველოს საპატრიარქო ილია მეორეს კადრებს ასაჯაროებს

საქართველოს საპატრიარქო ილია მეორეს კადრებს ასაჯაროებს, რომელიც 25 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების 47 წლისთავის დღესაა გადაღებული.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ილია მეორეს მიმართა: “ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, რაც ახლა შეიძლება, თანამედროვე ადამიანმა ვერ გაიგოს, რას ნიშნავს, თქვენ ამოეწერეთ თბილისიდან და ჩაეწერეთ სოფელ ფოკაში. ეს იყო ისტორიული მოვლენა. ფაქტობრივად, აქედან დაიწყო ქართული სიტყვის ქადაგება მაშინ, როდესაც, შეიძლება ითქვას, ეს მხარე თითქმის დაკარგული იყო ქართველებისთვის“, რაზეც ილია მეორემ განაცხადა:

იქ გადაკეტილი იყო , პოსტი იდგა და წავედით მანქანებით. რომ გავსულიყავით არ გაგვიშვეს. მე ვუთხარი, საქარტველოს პატრიარქი ვარ და მაქვს უფლება გავიდე,- არ გაქვთო. მერე გადავწყვიეტთ, რომ სახლი შეგვეძინა. იყო თავმჯდომარე ქართველი კაცი, ის მხარს გვჭერდა. როდესაც ფორმდებოდა სახლის საბუთი, შეიკრიბა მთელი სოფელი ჩვენს ეზოში, პატრონს ლანძრავდა, რატომ ჰყიდი ქართველებზეო. მე ვგრზნობდი რომ ეს წინაღმდეგობა იქნებოდა, გამოვედი და ვუთხარი ხალხს, რატომ გვკარგავთ? ჩვენ თქვენთვისაც ვიშრომებთ და გავაფორმეთ სახლი. ეხლა გვეხვეწებიან იყიდეთ სახლებიო. მე ამოვეწერე თბილისიდან და ჩავეწერე ფოკაში. ასე დაიწყო ჩვენი სვლა“, - იხსნებეს პატრიარქი.

შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ილია მეორეს ვიდეოს აჟიოტაჟი მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი ირწმუნებოდა, რომ მილოცვა ახალი არ არის და პატრიარქის სიტყვები წინა წლების მილოცვის ტექსტიდანაა ამოღებული და დამონტაჟებული. ეს ყველაფერი კი საზოგადოებას უმყარებდა განცდას, რომ პატრიარქი შეუძლოდაა და ამის დაფარვა საპატრიარქომ ვიდეოს გაყალბებით სცადა.

რა ჩანს ვიდეოში: კადრები საპარტრიარქოს მისაღებ დარბაზშია გადაღებული. კადრში ჩანს ილია მეორე, თუმცა წინა წლების ვიდოებისგან განსხვავებით, არ ჩანს, რომ ის საუბარობს, ისმის მხოლოდ მისი ხმა. ხმის ინჟინრებმა აუდიორედაქტორებმა შეადარეს 2024 წლისა და 2025 წლის მისალოცი ვიდეოები - დაადარეს სიტყვები, ხმის ტემპი - ამ აუდიომასალის სინქრონულად გაშვებამ კი დაადასტურა, რომ 2024 წლის მილოცვის ტექსტი და ხმა იდენტურია იმ ხმის და ტექსტის, რაც 2025 წლის ვიდეოში ისმის.