დღეს ალილოს მსვლელობა თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. ის რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით წმინდა სამების საკათედრო ტაძარში 16:00 დასრულდება.
საშობაო მსვლელობები ასევე მოეწყო ქუთაისში, გურჯაანში, გორში და ზუგდიდში.
„ალილოს“ დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით 2 000 წელს აღდგა. მსვლელობისათვის სპეციალურად იკერება ბაირაღები და ალილოს მონაწილეებისთვის - განსხვავებული შესამოსელი. ასევე ტრადიციულად, შეგროვდა ტკბილეული და ნობათი, რომელიც სხვადასხვა ცენტრის ბენეფიციარებს გადაეცემა.