მომავალი წლის ფერი აირჩიეს   

Pantone-ს ინსტიტუტმა, რომელიც ყოველწლიურად, მომავალი წლის ფერს ირჩევს, არც ამჯერედ უღალატა ტრადიციას და 2025 წლის ფერი დაადგინა. ეს შოკოლადისფერ-ყავისფერი ელფერი „მოკო მუსია“ (Mocha Mousse). სპეციალისტების თქმით, ის ასახავს „პატარა გამასპინძლების კულტურას“ და კომფორტისა და სითბოს შეგრძნებას იწვევს. „როდესაც წელს, შერჩევის პროცესი დავიწყეთ, ერთ-ერთი მომენტი, რომელიც მუდმივად გვახსენებდა თავს, ჰარმონიისადმი სწრაფვა იყო“, - ამბობს ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი, ლორი პრესმანი.

Pantone-ს ვერსიით, შერჩეული წლის ფერი გავლენას ახდენს პროდუქციის შემუშავებასა და მის გაყიდვებზე ბევრ სფეროში, მათ შორის, მოდის ინდუსტრიაში, სახლის ავეჯის შექმნისას, გრაფიკულ და სამრეწველო დიზაინში და პროდუქტების შეფუთვის სფეროშიც. შეგახსენებთ, რომ ინსტიტუტმა შარშან, 2024 წლის ფერად „ატმისფერი ბუმბული“ დაასახელა, რომელიც სინაზის, მზრუნველობისა და თანამშრომლობის სიმბოლო იყო.