დაპირისპირება რესტორან "ბაბილოსთან" - დაკავებულია რამდენიმე პირი

დაპირისპირება და ხმაური იყო თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

„პოლიციელებს გაუწიეს წინააღმდეგობა, ესროლეს კვერცხები, კეტავდნენ გზის სავალ ნაწილს, ასევე შერაცხმყოფებლად მიმართავდნენ პოლიციელებს. აღნიშნულიდან გამომდიბარე, დაკავებულები არიან ადმინისტრაციული წესით“, – განაცხადა პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სერგი ბზიშვილმა.

რესტორან „ბაბილოსთან“, სადაც მოსამართლეების კორპორატიული წვეულება მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის წინ შეიკრიბნენ. ისინი რესტორანში მისულ მოსამართლეებს შეძახილებით დახვდნენ.

ადგილზე რამდენჯერმე მოხდა როგორც სიტყვიერი დაპირისპირება, ასევე ფიზიკური შეხლა-შემოხლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.