გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი სადგურის შენობაში გაჩნდა. დაღუპულია კაცი, რომელიც დაცვის სამსახურში მუშაობდა.
წინასწარი ინფორმაციით, მას ეძინა, რა დროსაც გამათბობელს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და პოლიცია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.