ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნებია, რომელშიც ორი კანდიდატი მონაწილეობს - "ქართული ოცნების"წევრი და დეპუტატი ტიტე აროშიძე და ბიოლოგიის დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას'' დამფუძნებელი არჩილს გუჩმანიძე.
რექტორს 11 წევრიანი აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით აირჩევს. ასარჩევად საჭიროა 6 წევრის მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრი "ოცნების" კანდიდატ ტიტე აროშიძის ძმაა.
არჩევნების პარალელურად უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია გაიმართება.